ინსტიტუციური კომუნიკაციიდან პერსონალიზებულ PR-მდე
ანა ჩიხიაშვილის სადიპლომო ნაშრომი — ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა (GIPA), 2026. ხელმძღვანელი: ნინო კალანდია.
კვლევის მიზანია შეისწავლოს, როგორ გადადის საბანკო კომუნიკაცია ინსტიტუციური მოდელიდან პერსონალიზებულ PR-ზე და როგორ აისახება ეს ცვლილება მომხმარებლის აღქმასა და ნდობაზე.
გამოკითხული მომხმარებლების პასუხები აჩვენებს, რომ ბანკის მხრიდან პერსონალიზაცია ორ სრულიად სხვადასხვა დონეზე: ციფრულ და პროდუქტულ ჭრილში აღიქმება.
წინამდებარე ნაშრომში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ქართულ საბანკო სექტორში ფორმალური და ინსტიტუციური ენიდან მომხმარებელზე მორგებულ პერსონალიზებულ PR-სტრატეგიებზე გადასვლა კანონზომიერი პროცესია.
სრული ნაშრომის ჩამოტვირთვა (PDF)